Monday, May 10, 2010

მძლეოსნობა,მისი სპორტული სახეები და მისი როლი ბავშთა აღზრდაში


მთავარი იდეა მძლეოსნობა,მისი სპორტული სახეები და მისი როლი ბავშთა აღზრდაში.
მნიშვნელობა/აქტუალობა _ მნიშვნელოვანია იმით რომ მძლეოსნობის ყოველმხრივ განვითარება – ეს მაღალი მორალური და კულტურული დონეა.მოძრაობისა და კუნთების განვითარება სისხლის მიმოქცევის,სასუნთქი და სხვა სისტემების ორგანოების კარგი შრომისუნარიანობაა და ფიზიკური სრულყოფაა საერთოდ.ქვეყანას უნდა ჰყავდეს ყოველმხრივ განვითარებული ადამიანი,რომელსაც ეცოდინება კარგად რბენა,ცურვა,სწრაფი და ლამაზი სიარული,რათა იგი ნორმალური,ჯამრთელი,შრომისა და თავდაცვისათვის ვარგისი ადამიანი იყოს,რათა ყველა ფიზიკური თვისებების პარალელურად სწორედ განუვითარდეს გონება.
მიზნები და შედეგები მოსწავლეები ისწავლიან ამ პროექტიდან თუ რა დადებითი მხარები გააჩნია მძლეოსნობას და მასში გაერთიანებულ სხვადასხვა სპორტის სახეობებს.მძლეოსნობა აერთიანებს ვარჯიშებს სიარულში,რბენაში,ხტომებსა და ტყორცნებში.მძლეოსნობას ათლეტიკას ეძახიან საფრანგეთში,აშშ–ში და ინგლიში.სიტყვა „ათლეტიკა“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ბძოლას,ვარჯიშს.მძლეოსნობა შედგება ხუთი ნაწილისაგან:სიარული,რბენა,ხტომები,ტყორცნა და მრავალჭიდი.რბენა,ხტომები და ტყორცნები უხსოვარი დროიდან შედიოდნენ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.ყველაზე მნშვნელოვანი იყო გამარჯვება „პენტატლონში“–ხუთჭიდში.ეს სახეები იყო სირბილი,გამორბენით სიგრძეზე ხტომა,შუბისა და ბადროს ტყორცნა და მეხუთე სახე იყო – ჭიდაობა.მძლეოსნობის ეს სახეობები მიგვიყვანს იმ შედეგამდე,რომ მათ განუვითარდებათ მაღალი მორალური და კულტურული დონე.
• მონაწილეობს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ფიზიკურ აქტივობებში;
• მონაწილეობს სხვადასხვა სახის შეჯიბრებებში;
• მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სირთულის ლაშქრობებში;
• რეგულარულად ასრულებს მისი ინდივიდუალური მიზნებიდან გამომდინარე ფიზიკურ
აქტივობებს;
• ამოწმებს საკუთარ მიღწევებს დროის გარკვეულ ინტერვალებში;
• აწარმოებს ჩანაწერებს მიმდინარე ფიზიკური აქტივობების და აქედან გამომდინარე
ფიზიკური მდგომარეობის შესახებ.

შეფასების საგანი და პროცედურები _ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწავლების დროს ფოტოსურატთების,კინოგრამებისა და კინოსურათების ჩვენებას.ყოველივე ეს აჩქარებს სწავლებას,ეხმარება მძლეოსნური ვარჯიშების უფრო სრულყოფილი ტექნიკის ათვისებას.კარგია გამოვიყენოთ ვიდეოაპარატურა,რაც საშუალებას გვაძლევს მოსწავლეს თვალნათლივ დავანახოთ მისი ვარჯიშების მომენტები და ვიმჯელოთ ტექნიკის შესრულების ავკარგიანობაზე.როცა მოსწავლე უყურებს მასზე უფრო ნავარჯიშევ მაღალი რანგის სპორცმენს,მიბაძავს მას და ცდილობს სიძნელეების დაძლევას და ადვილად სძლევს დაღლოლობას.
თვალსაჩინოება მოსწავლის აღზრდაში,უპირველისყოვლისა მაგალითის ძალაა.სპორტული მიღწევები საშუალებას იძლევა გამოირკვეს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები.აუცილებელია მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგობა,ყოველივე ამის გარეშე წრმოუდგენელია მაღალი სპორტული დონის მიღწევა.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ უნდა ფლობდნენ თეორიულ პროგრამას,სადაც მნიშვნელოვანია:ძალის,სიჩქარის,გამძლეობის,მოქნილობის და ნებელობითი თვისებების ცოდნა.

რა საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო _ კომპიუტერი,ინტერნეტი,პრინტერი,ტერფსაბჯენი,
შუბი,ბირთვი,ყუმბარა,ურო,ბადრო,სასტვენი,
ალამი,წამზომი.
სასწავლო პროექტის მსვლელობა _ კლასები 7–10
ხანგრძლივობა – 1 თვე
მოსწავლეებმა პროექტის მსვლელობისას მოიძიებენ ინფორმაციებს მძლეოსნობის შესახებ,ისტორიას,ფოტოებს,ვიდეო მასალებს.
გააკეთებენ ავტობიოგრაფიებს თავის საყვარელ და გამოჩენილ მძლეოსან სპორცმენებზე,მოაწყობენ ფოტო გამოფენას.
მოსწავლეებს კვლევა–ძიების დროს გაუჩნდებათ სურვილი იცხოვრონ ჯამრთელი ცხოვრებით.
























კატეგოგორია კრიტერიუმი შეფასება მიღებული ქულა
მომზადების ეტაპი მოუწესრიგებელია, არ არის გამოყენებული ისტ–ი 1–3
მოუწესრიგებელია, ისტ–ი გამოყენებულია მცირე დოზით 4–5
ისტ–ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა 6–7
კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია ელექტრონული ცხრილები და სქემები 8–10
გუნდურ პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი ისტ–ი არ არის გამოყენებული, ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას 1–3
მოუწესრიგებელია, ისტ–ი გამოყენებულია მხოლოდ ერთი მოსწავლის მიერ, ან არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა 4–5
მოწესრიგებულია, ისტ–ის გამოყენება მრავალფეროვანია, ზოგჯერ შეუსაბამოა დავალებასთან 6–7
კარგად არის ორგანიზებული. ჩანს მოსწავლეების მიერ სამუშაოთა განაწილება 8–10
პროექტის მუშაობის პროცესისა და შედეგების წარდგენის ეტაპი სტ–ი არ არის გამოყენებული , ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას 1–3
მოუწესრიგებელია,ისტ–ი გამოყენებულია მცირე 4–5
მოუწესრიგებელია, ისტ–ი გამოყენებულია მცირე დოზით. არ აქვს საპრეტენზიო ფორმა 6–7
კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრამა 8–10
ქულათა ჯამი
საბოლოო შეფასება ქულათა ჯამი გაყოფილი 3–ზე